ინდონეზია

6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ინდონეზიაში 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Daeng/EPA

ინდონეზიაში, კუნძულ ჯავაზე 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 7 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. კუნძულზე დანგრეულია ასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები და სკოლები. ნანგრევებში დაზარალებულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. მაშველები გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანეში დაფიქსირდა. ბუნებრივი კატასტროფების ნაციონალურ ცენტრში აცხადებენ, რომ ბიძგების გამეორებამ შესაძლოა ცუნამიც გამოიწვიოს, შესაბამისად, ინდონეზიის ხელისუფლებამ სანაპირო ქალაქებში ევაკუაცია გამოაცხადა.

ჯავა ინდონეზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია. ინდონეზიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 250 მლნ ადამიანი ამ კუნძულზე ცხოვრობს.

კომენტარები