კახა კალაძე

ანუკი არეშიძე: ნაძვის ხე მოვრთე დოლარებით, კახას უყვარს ასეთი რაღაცეები

ნაძვის ხე მოვრთე დოლარებით – ვერ მოვასწარი სათამაშოების ყიდვა. კახას უყვარს ასეთი რაღაცეები. საჩუქრის ჩუქებას, ჯობია, რაღაც მოვუწყო, დიზაინი შევცვალო – ასეთი რამეები უფრო სიამოვნებს. ყოფილა შემთხვევა, სუნამო მიჩუქებია და არ დაუსხამს, რადგან ერთი აქვს ამოჩემებული და სხვას არ ისხამს. ამიტომ, საჩუქრების გაკეთებას თავი დავანებე და, რაც მოსწონს, იმას ვუკეთებ. რომანტიკულ საღამოებსაც ხშირად ვუწყობ, ძალიან უყვარს.
 

კახა კალაძის ცოლის ანუკი არეშიძის ინტერვიუ ჟურნალ "თბილისელებში" 2010 წელს.

კომენტარები