გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი გაჩეჩილაძეზე: ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას არ ველოდი და არ შევეგუები

მისგან ასე დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფლად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, რა თქმა უნდა მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ დღეს გააჩნია, არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან, სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორე, ის რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული. კონკურენციის სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს. თუ სასამრთლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევაც ჩემი თანამდებობა. თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც. 

საქართველოს პრემიერმინისტრი გია გაჩეჩილაძეს პასუხობს, რომელმაც ხელისუფლება კარტერულ გარიგებაში დაადანაშაულა.

კომენტარები