მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კელი: აშშ ყურადღებით აკვირდება უკრაინაში სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, [სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენები] ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება. რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია საქართველოს დავეხმაროთ წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე.

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი უკრაინაში სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები