რუსეთი-სირია

პუტინმა რუსულ სამხედრო ძალებს სირიის ტერიტორიის დატოვების ბრძანება მისცა

ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი
Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ სამხედრო ძალებს სირიის დატოვების ბრძანება მისცა. მისი თქმით მოსკოვმა და დამასკომ მიაღწიეს თავიანთ მიზანს, რაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განადგურებას გულისხმობდა, და დროა რუსულმა ძალებმა სირიის ტერიტორიის დატოვება დაიწყონ.

"სირიაში შეიარაღებული ავაზაკების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის დასასრულებლად შეიარაღბული ძალების ექსტენსიური გამოყენება იყო აუცილებელი, ძირითადად, დასრულებულია და დასრულებულია შთამბეჭდავად" თქვა მან და რუს სამხედროებს მიულოცა.

პუტინმა ეს განცხადება სირიაში რუსული საავიაციო ბაზის მონახულებისას გააკეთა. მისი თქმით ეს ბაზა, ისევე როგორც სირიის პორტ ტარტუსში არსებული საზღვაო ბაზა დარჩება. რუსი სამხედროებისადმი მიმართვის გარდა ის ბაშარ ალ-ასადსაც შეხვდა.

რუსეთმა სირიაში პირველი სამხედრო დარტყმები 2015 წლის სექტემბერში განახორციელა.

კომენტარები