ხანძარი

ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ნახალოვკაში ხანძარია, ადგილზე 8 სახანძრო ჯგუფი მუშაობს

ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ნახალოვკაში, კერძო საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სახურავი იწვის.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაც შეეხება დაშავებულებს, უწყების ინფორმაციით, ერთ პირს ჰქონდა ნერვული შეტევა, ფიზიკური დაზიანებები არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო ჯგუფი და 40-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.

კომენტარები