სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ადვოკატი: დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან მხოლოდ ორი პირის მიერ

ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, თუ დავუჯერებთ მის ჩვენებას, ჩანს, რომ სხვა დაზიანებები, რომელიც დაზარალებულს აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მიაყენეს უკვე მოგვიანებით, სხვა პირებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას გვეტყვის ექსპერტიზის დასკვნა და რას გვეტყვიან ექსპერტები, რომლებიც დაიკითხებიან. ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები, არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან შესაძლოა მხოლოდ ორი პირის მიერ.

როგორც ჩემთვის ცნობილია, იგეგმება იმ დაკითხული პირების თავიდან დაკითხვაც, რომლებიც უკვე დაკითხულები არიან და მათი ჩვენებები დევს საქმეში. პირველ რიგში, მე მინდა განვაცხადო, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, რომ მე არ ვაპირებ ხელი დავაფარო თუნდაც ბრალდებულს თუ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული სრულად ანუ თუ მას დაუდასტურდა მთლიანად ბრალდება. მე მსურს მოვუსმინო ექსპერტებს და თუ ექსპერტებმა თქვეს, რომ იმ პირობებში შეუძლებელია დაზარალებულს მიდგომოდა აღნიშნული სადისტური ჭრილობები, როგორ პირობებსაც მოწმეები აღწერენ და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პირებმა მიაყენეს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, ვინც რეალურად მიაყენა აღნიშნული ჭრილობები დაზარალებულს.

არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 4 დეკემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპი ეთერში

კომენტარები