ხვალ, 5 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სპირიდონ კედიას, ცემის, ზუგდიდის, სოხუმის, თევდორე მღვდლის, სტანისლავსკის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, მუხიანის II დასახლების, ქერჩის და თერჯოლის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის და სამგორის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების, სულაქველიძის, პატარიძის, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის, ალექსანდრე წულუკიძის, ალუბლების, კვაჭანტირაძის, ხელოვანთა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I, X კვარტლების და კახეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ სირაძის, ორთაჭალის, I ხეივნის, დიდი ხეივნის, გრიშაშვილის, წითლანაძის და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, ტყიბულის, გიორგი ირემაშვილის, ქუთათელაძის, ხვანჭკარის, საჩხერის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





