სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პროკურორი: ბრალდებული და ადვოკატი პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას დაეთანხმნენ

რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის თქმით, დაკავებული ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ პროკურატურის შუამდგომლობას, ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ხუციშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია. 

„ბრალდების მხარე რასაც ითხოვდა, თვითონ ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ წარმოდგენილ შუამდგომლობას, კერძოდ პატიმრობის შეფარდებას. ამ ეტაპზე სასამართლოზე ბრალდებულს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია." - ამბობს პროკურორი. [პროკურორის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს]

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. სასამართლომ  ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან. ერთი მათგანი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მეორე კი, მიმალვაში იმყოფება. ძებნილ მოსწავლეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება.

ამასთან, დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის დაფარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

 რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია.

კომენტარები