სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

დირექტორი: ეს არ იყო პნევმატური იარაღი, ეს იყო იაფფასიანი სათამაშო თოფი

ეს იყო სათამაშო თოფი, რაღაცა იაფფასიანი სათამაშო თოფი, ეს არ იყო პნევმატური იარაღი. ჩვენი ინფორმაციით, ეს ასეა, თუმცა, ველოდებით გამოძიებას.

ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ ამას... არ ხდებოდა ისეთი რამ, რომ შეენიშნათ მანდატურებს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ არიან მოსწავლეები გასულები და ამას დაგიდასტურებენ პედაგოგები, ამას დაგიდასტურებთ ჩანაწერები.

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე პროკურატურის განცხადებაზე, რომ მკვლელობის დღეს, მე-11-კლასელებს სკოლაში პნევმატური იარაღი ჰქონდათ.

კომენტარები