ანტიდასავლური პროპაგანდა

ლევან ვასაძე სამების ახალგაზრდულ ცენტრში: ვართ ლიბერალური იდეოლოგიის ტუსაღები

ლევან ვასაძე
1tv.ge

ანტიდასავლური პოზიციებით ცნობილ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში მდებარე ახალგაზრდულ ცენტრში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცეს, სადაც მან თქვა: "როგორც ვიყავით ოკუპირებული კომუნისტური იდეოლოგიის მიერ, ახლა ოკუპირებული ვართ ლიბერალური იდეოლოგიის მიერ, ვართ ტუსაღები".

ვასაძის სიტყვით გამოსვლა დროში დაემთხვა სინოდის წევრების ვაშინგტონში ვიზიტს და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ, ვასაძის ბავშვობის მეგობრის, ქორეპისკოპოს შიო მუჯირის მოსაყდრედ დადგინებას.

კომენტარები