ანტიდასავლური პროპაგანდა

ჩერგოლეიშვილი: მთავრობა ამხილეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში, ესაა მთავარი

აქ შეურაცხყოფა არ არის მთავარი იმაში, რაც facebook-მა აღმოაჩინა, არც იმ ანალიზში, რაც ატლანტიკურმა საბჭომ  დადო. აქ ის არ არის, რომ მთავრობა ქმნის თავისი მხარდამჭერების ან fake მხარდამჭერების გვერდებს იმისთვის, რომ ოპონირება გაუწიოს ვინმეს. მთავარი, რაც მოხდა და დიდი უბედურება, რაც დაემართა ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ამხილეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. ქართული დემოკრატია რომ უნდა განვითარედეს, ეს ხომ არის საქართველოს ეროვნული ინტერესი? ხომ ვთანხმდებით ამაზე? ამას ქოცებიც აღიარებენ, რომ ეს გვინდა, ვერ ამბობენ სხვა რამეს და "ქართული ოცნება" ორგანიზებულად და კოორდინირებულად მოქმედებდა ქართული დემოკრატიის ძირგამოსათხრელად. ყველა იმ ღირებულებებს, რაზეც ლიბერალური დემოკრატია დგას, ისინი იყენებდნენ ოპონენტის წინააღმდეგ, ოპონენტის გასაშავებლად. ისინი იყენებდნენ ყველა იმ თემას, რასაც რუსული პროპაგანდა იყენებს. დღეს უკვე ექსპერტები იმაზე საუბრობენ, რომ თავისთავად დეზინფორმაცია არავის არ უკვირს, მაგრამ ხელისუფლება აკეთებდა იმას, რასაც აკეთებს მტრული სახელმწიფო. სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ის იყენებდა ანტიდასავლურ რიტორიკას, რასაც უკვე მთელი დასავლეთი ებრძვის. 

თამარ ჩერგოლეიშვილი "ტელეკომპანია პირველის" ეთერში facebook-ისა და ატლანტიკური საბჭოს მიერ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ასობით ყალბი ანგარიშის აღმოჩენა-წაშლაზე საუბრობდა.

კომენტარები