სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

pfid.net

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ექიმები ამ დრომდე მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნებას ცდილობენ.

„პაციენტის მდოგმარეობა უკიდურესად მძიმეა, შემოვიდა არასტაბილური ჰემოდინამიკით, ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები - პაციენტს გაუკეთდა სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ქონდა სისხლის უდიდესი, მოცულობის ძირითადი ნაწილის დანაკარგი. შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი გადასხმა, ამის მიუხედავად სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკით, უმძიმესი მდგომარეობით“, - ამბობს ქირურგი დავით ლოლაძე.

ორი არასრულწლოვანი 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები