სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

რესპუბლიკურის დირექტორი: მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე

pfid.net

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ, გადაცემა "30 გრადუსში" ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

იმედაძის თქმით, მოზარდი ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისივე თქმით მას დაზიანებები სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

"მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე. მეორე ოპერაციას ნუ დავარქმევთ, რადგან ეს იმ ოპერაციის გაგრძელება იყო, ოდნავი შესვენება გავაკეთეთ, რომ სტაბილიზაცია მომხდარიყო. პრაქტიკულად, პაციენტი ნული წნევით შემოვიდა. პირდაპირი გულის მასაჟით შევიდა პაციენტი საოპერაციოში. საოპერაციო მაგიდაზე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა და პირდაპირ საკაცეზე დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, რითაც შემოიყვანეს. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის" - თქვა ავთანდილ იმედაძემ.

კომენტარები