ყალბი ფულის გასაღება

იმერეთში ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმერეთის რეგიონში, ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის შენახვა - გასაღება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

"ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები