ხვალ, 1 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების მე-11 ქუჩის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გულუას, რევაზ სირაძის და ვლადიმერ წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





