ახმედ ჩატაევი

მელია: ხელისუფლებას ან შემოეპარა ტერორისტები, ან გარკვეული მიზნებისთვის შემოიყვანა

მე დარწმუნებული ვარ, რომ დიახაც, ხელისუფლების მაღალ დონეზე იყო გარკვეულწილად შეთანხმება რომ ეს ადამიანები [ტერორისტები] შემოსულიყვნენ ქვეყანაში. ორი ვარიანტია, რომ ამ ადამიანებს მოეხერხებინათ ქვეყანაში შემოსვლა. ან შემოეპარათ ტერორისტები და მერე თვეების განმავლობაში თურმე შეიარაღებას აძლიერებდნენ და რაღაც ბაზა შექმნეს საცხოვრებელ კორპუსში, ან ხელისფულებამ ეს ადამიანები გარკვეული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად შემოიყვანეს. დასადგენია რა იყო მოტივი და რა იყო მიზნები. სწორედ ამ კიხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ამ კითხვებს უნდა გასცეს არა მხოლოდ უმრავლესობამ და მთავრობის წევრებმა არამედ ივანიშვილმაც.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ტავმჯდოამრე ნიკა მელია თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისა და ახმედ ჩატაევის შესახებ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გადაცემაში "რეაქცია"

კომენტარები