ახმედ ჩატაევი

ბესელია ჩატაევის გათავისუფლებაზე: ეს არის უფაქიზესი თემა

ეს [ახმედ ჩატაევის გათავისუფლება ქართული ოცნების ხელისუფლების დროს] არის უფაქიზესი თემა და ყველა სიტყვა, რომელიც კი ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიყენება პოლიტიკოსების მხრიდან, და არა მხოლოდ მათგან, საჭიროებს ცოტა იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე სხვა ნებისმიერ თემაზე საუბრის დროს. გასაგებია, რატომაც - ეს არ არის ის თემა, რომელზეც შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგი ააწყოს რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ და ოპოზიციურმა ოპონენტმა და თუ ასე გადაწყვეტს და ასე იქცევიან, სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ეს არის იმ მასშტაბის უპასუხისმგებლობა და ისეთი არასახელმწიფოებრივი და სახიფათო ქმედება, რომ მე არ მგონია ამას მეტი შეფასება სჭირდებოდეს

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გაათავისუფლა მაშინდელმა ხელისუფლებამ ახმედ ჩატაევი

კომენტარები