ახმედ ჩატაევი

ხოშტარია: წულუკიანმა პასუხი უნდა გასცეს, როგორ გაუშვეს ჩატაევი ციხიდან

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია თეა წულუკიანის პარლამენტში მისვლას ითხოვს. ხოშტარიას თქმით, იუსტიციის მინიტრმა პასუხი უნდა გაცეს, თუ როგორ გაუშვეს ახმედ ჩატაევი ციხიდან. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორც მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება - რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხელისუფლების ექვსდღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერაციაში ჩატაევი მოკლულია, რაც, რა თქმა უნდა, საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პასუხგაუცემლად გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ჩვენი ახირება არ არის - ეს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი 2012 წელს ტერორისტებს შეუერთდა და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ძალიან მძიმე ოპერაციაში იყო ჩართული. ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური მოსაზრებებით გაუშვა ის, რაც, ფაქტობრივად, მაშინვე დადასტურდა. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თეა წულუკიანი საუბრობდა, რომ ის პოლიტიკურად ჩატაევის გაშვების წინააღმდეგი იყო, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღო." - ამბობს ხოშტარია. 

ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის, თურქულ მედიაში, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის, "იარმუკის ბატალიონის" უფროსი, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები მოკლეს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის, შს მინისტრ გიორგი გახარიას ეს ინფორმაცია პირდაპირ არ უარუყვია. სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ახმედ ჩატაევიცაა.

კომენტარები