რუსეთი-სირია

რუსეთი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას უარყოფს

Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ სირიაში სოფელ ალ-შაფაჰის დაბობმბვა უარყო.

"რუსული საჰაერო ძალები სირიაში დასახლებული ცენტრებიდან მოშორებით და მხოლოდ საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების ობიექტებზე ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს." ნათქვამია რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ბრალდებები ფაქტების კიდევ ერთ გაყალბებად არის მოხსენიებული.

უფრო ადრე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ექვსმა რუსულმა ბომბდამშენმა კვირას აღმოსავლეთ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) თქმით რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად აღმოსავლეთ სირიის სოფელ ალ-შაფაჰში 53 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 21 ბავშვი.

რუსეთი სირიაში ბაშარ ალ-ასადის ძალებს უჭერს მხარს. ორგანიზაციის მონაცემებით უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე დამასკოს გარეუბნებში ასადის ძალების მიერ განხორციელებული ალყის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა.

გასულ კვირას გაეროს მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით დამასკოს გარეუბნებში საკვების სიმცირის გამო 400,000 ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.

კომენტარები