რუსეთი-სირია

SOHR: სირიაში რუსულ საჰაერო დარტყმებს 53 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

Reuters

სირიაში ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) თქმით რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად აღმოსავლეთ სირიის სოფელ ალ-შაფაჰში 53 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 21 ბავშვი.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კვირას ამ ტერიტორიაზე მათმა ბომბდამშენებმა ამბოხებულების პოზიციები დაბომბეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში ბაშარ ალ-ასადის ძალებს უჭერს მხარს. ორგანიზაციის მონაცემებით უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე დამასკოს გარეუბნებში ასადის ძალების მიერ განხორციელებული ალყის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა.

გასულ კვირას გაეროს მიერ გავრცელებული ანგარიში მიხედვით დამასკოს გარეუბნებში საკვების სიმცირის გამო 400,000 ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.

 

კომენტარები