სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

დაღუპული სპეცრაზმელი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული ვანო გოლოშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამხედრო ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

ვანო გოლოშვილის დაკრძალვას მისი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორია დაესწრნენ. 

ივანე გოლოშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. სპეცრაზმელი კლინიკაში, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. 

კომენტარები