სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ექიმი: დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია

ტვ იმედი

ინგოროყვას კლინიკის ქირურგის თქმით, დაჭრილის სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ოპერაცია უტარდება. 

"პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების მანქანის მიერ შემთხვევის ადგილიდან, შემოყვანისას მდგომარეობა იყო კრიტიკული. ქალა ტვინის მძიმე ტრავმით, ქალა სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილ იქნა საოპერაციოს ბლოკში გადაუდებლად, უტარდება ოპერაცია, მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება", - აცხადებს ექიმი. 

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ ღამიდან მიმდინარეობს. 

სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს. ცნობილია, რომ სპეცრაზმი 2 ადამიანის დაკავებას ცდილობს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ არიან ისინი, ვის დაკავებასაც სპეცრაზმელები ცდილობენ. 

კომენტარები