რუსეთი-სირია

ვლადიმირ პუტინმა ბაშარ ალ-ასადი სოჭში მიიღო და სირიის კრიზისზე ესაუბრა

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბაშარ ალ-ასადს უმასპინძლა. მათ სირიაში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრეს და კრემლის განცხადებით საუბარი ძირითადად ფოკუსის სამხედრო ოპერაციებიდან პოლიტიკური გამოსავლის ძებნაზე გადატანას შეეხო.

კრემლის მიერ გავრცელებულ კომენტარში აღნიშნულია, რომ პუტინის თქმით ასადთან საუბრის შემდეგ ის სატელეფონო საუბარს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის კატარის ემირთან გამართავს.

ასადის თქმით მას იმედი აქვს, რომ რუსეთი სირიის შიდა პოლიტიკურ პროცესებში გარეშე მოთამაშეების ჩაურევლობას უზრუნველყოფს.

ვლადიმირ პუტინმა ბაშარ ალ-ასადს სოჭში ორშაბათს უმასპინძლა. ის კვირის განმავლობაში სოჭში თურქეთის და ირანის ლიდერებსაც მიიღებს.

კომენტარები