აშშ-პოლონეთი

აშშ პოლონეთს 10.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ანტი-სარაკეტო სისტემას მიყიდის

Reuters

აშშ პოლონეთს10.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ანტი-სარაკეტო სისტემას მიყიდის. NATO-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავდაცვის შესაძლებლობებს მოსალოდნელი რუსული აგრესიის საპასუხოდ ზრდიან.

ანტი-სარაკეტო სისტემის ინსტალაციის შემდეგ პოლონეთმა შესაძლოა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ოპერაციები დაიწყოს.

შეთანხმების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ "უსაფრთხო ევროპა, რომელსაც შეუძლია შეაკავოს საჰაერო და სარაკეტო საფრთხეები და სხვა ფორმის აგრესია NATO-ში და ევროპის კონტინენტზე მშვიდობას და სტაბილურობას ამაღლებს."

ტრანზაქციას ჯერ კიდევ სჭირდება კონგრესის თანხმობა, ვინაიდან ნებისმიერი შეთანხმება მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიის სხვა ქვეყნისათვის მიყიდვის თაობაზე სპეციალურ ნებართვას მოითხოვს. კონგრესს 15 დღე აქვს შეთანხმების თაობაზე პროტესტის გამოსახატად, თუმცა ქვეყნებს შორის არსებული ახლო სამხედრო თანამშრომლობიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ შეთანხმებას კონგრესში წინააღმდეგობა არ შეხვდება.

11 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვარშავაში ვიზიტისას აშშ-მა და პოლონეთმა იარაღის შეძენის თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კომენტარები