სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, 1971 წელს დაბადებულმა მ.ქ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლს, 1972 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).





