მცოცავი ოკუპაცია

რუსი ოკუპანტები ჭვრინისი -კოდის მონაკვეთზე ე.წ. საზღვარს ავლებენ

რუსთავი 2

რუსი ოკუპანტები ე.წ. საზღვარს ამჯერად ჭვრინისი -კოდის მონაკვეთზე ავლებენ. სოფელ კოდასთან რკინის ღობისა და გამაფრთხილებელი ბანერის ვიდეო კადრებს რუსთავი 2 არცელებს. ჭვრინისთან კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ თხრილებია გავლებული.  

ადგილობრივების განცხადებით, საძოვრებზე საქონელს ვერ უშვებენ, რადგან დაკავების ეშინიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კოდა-ჭვრინისის სეგმეტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტი გასულ თვეში დაფიქსირდა. 

"ჩვენი შეფასებით ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტი, რომელიც თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამარტო ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. 

აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა ასევე გაზიარებულ იქნა ეუთოს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან.", - აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები