ე.წ ციანიდის საქმე

წულუკიანი ნანუაშვილზე: პირველი უსამართლო ომბუდსმენია საქართველოს ისტორიაში

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ ციანიდის საქმეს ეხებოდა. ანგარიშში ომბუდსმენი წერდა, რომ საქმესთან დაკავშირებით საჯარო პირების წინასწარმა განცხადებებმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ხელი შეუწყო. 

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ნანუაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს. 

"ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რადგან უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას საქმიანობის. მე ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში, რომლის განცხადებებზეც კომენტარს არ გავაკეთებ,"- ამბობს თეა წულუკიანი. 

სახალხო დამცველმა ე.წ ციანიდის საქმის შესახებ მონიტორინგის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის პატივისცემას და აღნიშნავს, რომ ანგარიშში არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობის საკითხს. მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არაა განხილული, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი მის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია.

კომენტარები