სტიქია

საბერძნეთში ძლიერი წვიმის შედეგად წყალმოვარდნამ 14 ადამიანი შეიწირა

Xinhua / Barcroft Images

ძლიერი წვიმის შედეგად წყალმოვარდნებმა ათენის გარეუბანში 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან საბერძნეთში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. დაინგრა რამდენიმე შენობა. წყალმოვარდნის გამო გზევზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

გუშინ ძლიერი წვიმის გამო ათენის მიმდებარედ არსებული ქალაქების ქუჩები დაიტბორა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.


ფოტო: AP

ფოტო: Reuters

კომენტარები