რელიგია

ვერტმფრენიდან ბავშვების კურთხევისთვის სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი გაუშვეს

კახეთში, სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენიდან მოსწავლეების კურთხევის გამო, სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანს უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

"მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, reginfo.ge-ს ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. შილდის N1 სკოლის მოსწავლეების თქმით, ისინი აქციის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნდნენ და გაკვეთილები გააცდინეს.

კომენტარები