ქართული მარში

"რატომ გვარცხვენ, კაშია" - ქართული მარშის ლიდერის ლადო სადღობელაშვილის პოეზია

ლადო სადღობელაშვილი/Fb.com

ქართული მარშის ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა ფეხბურთელ გურამ კაშიას ლექსი დაუწერა. ის ვიტესის კაპიტანს "ცოდვის მომხრეს" უწოდებს და "სახლში წასვლისკენ" მოუწოდებს.

გთავაზობთ ქართული მარშის ლიდერის პოეზიას:

ტაში ბიჭო, ტაშია!!!... 
ეს ვინ არის, კაშია ?! 
ტაში ბიჭო, ტაშია!!!... 
რატომ გვარცხვენ კაშია ?!
ტაში ბიჭო, ტაშია!!!... 
"ელ-ჯი-ბი-ტი" კაშია !!!
ტაში ბიჭო, ტაშია!!!... 
ესეც მაგარ შარშია!!!...
ტაში ბიჭო, ტაშია!!! 
წაადიი სახლში, კაშია!!! 
ტაში ბიჭო, ტაშია!!! 
ცოდვის მომხრე კაშია!!! 
ტაში ბიჭო, ტაშია!!! 
ეეხ, ჯერ სად ხარ, კაშიააა ?! 
ტაში ბიჭო,ტაშია!!!....
ეეს ქ ა რ თ უ ლ ი მარშია!".

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტანმა და ჰოლანდიური ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰერაკლესის წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT თემის მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა, "ქართული მარში" მის ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ რამდენიმე აქციაც გამართეს, მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციასთან და ქუთაისში, ტორპედოს სტადიონზე, სადაც გურამ კაშიაც თამაშობდა. ორივე აქციაზე "ქართული მარშის" წევრებმა LGBT დროშა დაწვეს.

კომენტარები