თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა.
ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
- მეორე ტური ქუთაისში ქართული ოცნების კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და ენმ-ის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის იმართება.
- მარტვილში მოქალაქეებმა მეორე ტურში არჩევანი ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავასა და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა დანელიას შორის უნდა გააკეთონ.
- ხაშურში - ქართული ოცნების კანდიდატ გიორგი გურასპაშვილსა და დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს შორის.
- ოზურგეთში - ქართული ოცნების კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შუბითიძეს შორის;
- ბორჯომში - ქართული ოცნების კანდიდატ ლევან ლიპარტიასა და და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატ ზაზა ჩაჩანიძეს შორის.
- ყაზბეგის მერობისთვის ქართული ოცნების კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებს. ამის მიუხედავად, ენმ-ის კანდიდატი ბიულეტენში მითითებული მაინც იქნება.
არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.
რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.