შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 4 პირი დააკავა. ოთხი სპეცოპერაცია ე.წ. გიგანტის დასახლებასა და სოფელ ფონიჭალასა დილიდან მიმდინარეობს.
"დაკავებულია ოთხი ნარკორეალიზატორი, ორი ქალი და ორი მამაკაცი. ოთხ ლოკაციაზე სპეცოპერაცია გრძელდება”, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის 4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ფონიჭალაში ბოლო ორ თვეში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ნარკორეალიზატორობისთვის ათზე მეტი პირი დააკავეს.





