აშშ-სამხრეთ კორეა

ტრამპი: აშშ მზადაა დაიცვას მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეისაგან თუ ეს საჭირო გახდება

AFP/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება. სეულში ტრამპი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს შეხვდა. პრეს კონფერენციაზე პრეზიდენტებმა ჩრდილოეთ კორეის საკითხის შესახებ ისაუბრეს.

"დროა ვიმოქმედოთ სწრაფად და გაბედულად." განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით აშშ სამხედრო ქმედებების გარდა ყველა გზით ცდილობს დაარწმუნოს კიმ ჩენ ინის რეჟიმი უარი თქვას ატომურ იარაღზე, თუმცა "აშშ მზადაა დაიცვას თავი და საკუთარი მოკავშირეები სწორუპოვარი სამხედრო შესაძლებლობებთ თუ ეს საჭირო გახდება."

ტრამპისვე განცხადებით "ჩრდილოეთ კორეისათვის შეგნებული საქციელი იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლა და ისეთი შეთანხმების მიღწევა, რაც კარგი იქნება ჩრდილოეთ კორეელი ხალხისათვის და მსოფლიოსთვის." მისი თქმით ის დიდ პროგრესს ხედავს ფხენიანთან ურთიერთობაში და სჯერა რომ საბოლოოდ ყველაფერი მოხერხდება. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით მან და დონალდ ტრამპმა შეხვედრის ფარგლებში დაასრულეს უფრო მძლავრი რაკეტების მიწოდების შეთანხმებაზე მუშაობა.

კომენტარები