აშშ-სამხრეთ კორეა

აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურმა ჰიუნდაის ქარხანაში რეიდის შედეგად 475 ადამიანი დააკავა

აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ჯორჯიის შტატში მდებარე ჰიუნდაის ქარხანაში მასშტაბური რეიდი ჩაატარა და 475 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას BBC ოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა BBC-სთან აღნიშნა, რომ აგენტებმა "უკანონო დასაქმების პრაქტიკისა და სხვა სერიოზული ფედერალური დანაშაულების" შესახებ ბრალდებების გამო ჩხრეკის ორდერი აღასრულეს.

"ეს უყო რეალურად ისტორიაში ყველაზე დიდი ერთ ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო ოპერაცია". - თქვა სპეციალურმა აგენტმა, სტივ შრანკმა.

ხელისუფლების თქმით, დაკავებულთა უმეტესობა სამხრეთ კორეის მოქალაქეები არიან.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ობიექტზე დიპლომატები გაგზავნა. ამასთან, მთავრობამ სეულში აშშ-ს საელჩოს სამხრეთ კორეის მოქალაქეების უფლებების მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ქარხანა, რომელიც კორეულმა კომპანიამ ელექტრო ავტომობილების წარმოებისთვის ააშენა, ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

კომენტარები