სამართალდამცველებმა ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და არაერთგზის გასაღებას გულისხმობს.
ბოლო ორ თვეში, ფონიჭალაში ნარკორეალიზატორობისთვის ათამდე კაცი დააკავეს.





