ნარკოდანაშაული

ბუპრენორფინის შემცველი 200 აბი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1971 წელს დაბადებული ბ.ს-ს პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 200 აბი ამოიღეს.

"ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბ.ს.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა" - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით).

კომენტარები