რუსი ჰაკერები

AP-ს ინფორმაციით რუსი ჰაკერების ჯგუფმა Fancy Bear 4,700 ელექტრონული ფოსტა დაჰაკა

AP

Associated Press-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის გარდა რუსმა ჰაკერებმა ათასობით ელექტრონული ფოსტიდან მოიპარეს ინფორმაცია. სია 4,700 ელექტრონულ ფოსტას მოიცავს, მათ შორის უკრაინის მთავრობის წარმომადგენელების, რუსი ოპოზიციონერების, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების, ჯგუფ Pussy Riot-ის წევრების და კიევში რომის პაპის წარმომადგენელის ანგარიშებს.

Associated Press-მა ჰაკერების ჯგუფ Fancy Bear-ის ოპერაციების შესახებ მოიპოვა მასალა, რომლის მიხედვითაც ჯგუფი ინფორმაციის ისეთ გაჟონვებს უკავშირდება, რომლებმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების უკანასკნელ ეტაპზე მოხდა, მათ შორის ჰილარი კლინტონის კამპანიის თავმჯდომარის პირადი იმეილების გავრცელებას.

2015-2016 წლებში ჰაკერების ჯგუფის ძირითად სამიზნეს აშშ, უკრაინა, რუსეთი, საქართველო და სირია წარმოადგენდა.

აშშ-ში ძირითადი სამიზნე დემოკრატიული პარტიის წევრები და დიპლომატიურ და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირები იყვნენ, მათ შორის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ასევე ყოფილი სახელმყიფო მდივანი კოლინ პაუელი.

უკრაინაში Fancy Bear-მა 545 ანგარიშის გატეხვა სცადა, მათ შორის პრეზიდენტ პერტო პოროშენკოს, მისი შვილი და უკრაინის ყოფილი მინისტრების.

რუსეთში ჰაკერული ჯგუფი ძირითადად ჟურნალისტების და ოპოზიციის ანგარიშებიდან იპარავდა ინფორმაციას, მათ შორის მიხეილ ხადარკოვსკის, ჯგუფ Pussy Riot-ის წევრის მარია ალეხინას და ალექსეი ნავალნის ელექტრონული ფოსტებიდან.

კომენტარები