ქალებზე ძალადობა

სილამაზის კონკურსზე ქალებმა სხეულის ზომების ნაცვლად, ქალებზე ძალადობაზე ისაუბრეს

მის პერუ 2017 წლის სილამაზის კონკურსის მონაწილეები კონკურსის მიმდინარეობისას ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. კონკურსზე მათ სხეულის ზომების წარდგენის ნაცვლად ქალებზე ძალადობის მონაცემები გააცნეს მაყურებელს.

"ჩემი სხეულის ზომებია ის 2202 ქალი, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში მოკლეს ჩემს ქვეყანაში"

"ჩემი სხეულის გარშემოწერილობებია წელს აქამდე მოკლული 82 ქალი და 156 მცდელობა."

"ჩემი სხეულის ზომებია ქალების 70%, რომელთაც ქუჩებში ავიწროვებენ."

"ჩემი სხეულის ზომა წარმოადგენს გოგონების და თინეიჯერების იმ 25 პროცენტს, რომლებზეც სკოლაში ძალადობენ" 

ნახეთ, ვიდეო კონკურსიდან:

კომენტარები