ხვალ, 2 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
ისნის და სამგორის რაიონები
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის და ფიროსმანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გობრონიძის, ზნაკვის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, გაბაშვილის, აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას ქუჩის და ჯიქიას ფერდობის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





