კევინ სპეისი

კიდევ ერთი ბრალდება კევინ სპეისის - როდესაც გავიღვიძე, სპეისი ჩემზე იწვა

Billboard.com

კაცი, რომელიც საკუთარ სახელს არ ასახელებს, BBC-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კევინ სპეისიმ ის 17 წლის ასაკში ნიუ იორკში დაპატიჟა, მაგრამ მისი თქმით, მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ სპეისი სხვა რამით იყო დაინტერესებული.

რესპოდენტის თქმით, სპეისიმ მას თხოვა, რომ ერთ საწოლში დაეძინათ, მაგრამ მან სავარძელზე დაწოლა გადაწყვიტა, გაღვიძებულმა კი დაინახა, რომ მსახიობი მხოლოდ საცვლებში იყო, თავი მის მუცელზე ედო, ხელები კი, წელზე ჰქონდა შემოხვეული.

რესპოდენტმა სპეისითან შეხვედრის დეტალებიც მოყვა. მისი თქმით, ის მსახიობს პირველად 1984 წელს შევხდა, როდესაც 16 წლის იყო, ერთი წლის შემდეგ კი, კევინ სპეისიმ ის ნიუ იორკში დაპატიჟა.

რამდენიმე დღის წინ კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ, ოსაკაროსანმა მსახიობმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი ახსოვს, მაგრამ რეპს მაინც ბოდიშს უხდის. განცხადების დასასრულს სპეისი წერს, რომ ამიერიდან ის გეი კაცად იცხოვრებს.

კომენტარები