კევინ სპეისი

EMMY კევინ სპეისის საპატიო ჯილდოს აღარ გადასცემს

Billboard.com

საერთაშორისო სატელევიზიო აკადემია კევინ სპეისის საპატიო ჯილდოს აღარ გადასცემს. ამის შესახებ მათ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერეს.

კევინს სპეისის საპატიო ჯილდო ნოემბერში უნდა მიეღო, მაგრამ აკადემიის განცხადების მიხედვით "უახლესი ამბების გამო" მსახიობს ეს ჯილდო აღარ გადაეცემა. 

გუშინ მსახიობმა ენტონი რეპმა კევინს სპეისს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. რეპის თქმით, ის 14 წლის იყო, როდესაც შევიწროების შემთხვევა მოხდა. ოსკაროსანმა მსახიობმა ბრალდებას განცხადებით უპასუხა, სადაც მან დაწერა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი ახსოვს, მაგრამ რეპს ბოდიშს მაინც უხდის. ამასთან ერთად, მან განცხადების ბოლოში აღნიშნა, რომ ცხოვრებას გეი კაცად აგრძელებს.

კომენტარები