ზაქარია ქუცნაშვილი

ქუცნაშვილი: ჩემი ფილოსოფიით, ვალდებულები ვართ დავეხმაროთ ნათესავებსაც და არანათესავებსაც

ჩემი ფილოსოფიით, ჩვენ ვალდებულები ვართ, დავეხმაროთ ყველას, ნათესავსაც და არანათესავსაც. მე არ ვარჩევ ნათესავებს და არანათესავებს, ყველას ვეხმარები, უამრავი ადამიანი მოვიყვანე, უამრავი ადამიანი დავასაქმე და უამრავი ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულია, ჩემი ნათესავები. მე არ ვასხვავებ, რომ არანათესავებს დაეხმარე და ნათესავები გვერდზე დატოვე. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ყველას დავეხმაროთ. განსხვავება და დაჩაგვრა, ნეპოტიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ვიღაცას უპირატესობას მიანიჭებ. ჩემი შეცდომა სხვა რამეში მდგომარეობს, არა იმაში, რომ დავეხმარე, არამედ იმაში, რომ დავიჯერე, რომ ამ წარსულის მქონე ადამიანი გამოსწორდებოდა. აი ეს არის ჩემი შეცდომა.  

თქვა ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ტვ პირველის ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში.  რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა ქუცნაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, თავის მხრივ კი ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მეჭიაური პარლამენტში სწორედ მისი წყალობით მოხვდა. 

კომენტარები