ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ერთ-ერთია იმ 9 ელჩიდან, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დღეს 9 ქვეყანაში დანიშნა. ის მუშაობას ბელარუსის რესპუბლიკაში გააგრძელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯალაღანია კი შვეიცარიის რესპუბლიკაში იქნება საქართველოს ელჩი.
პრეზიდენტმა ასევე დანიშნა: არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ყურაშვილი დანიშნა, ნორვეგიის სამეფოში - მაია ყოფშიძე, ინდონეზიის რესპუბლიკაში - ირაკლი ასაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში - ზურაბ დვალიშვილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, კატარში - ნიკოლოზ რევაზიშვილი, ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე.
ახლადდანიშნული 9 ელჩიდან მხოლოდ ერთი ქალია, 8 კი - კაცი.
მარგველაშვილი ახლადდანიშნულ ელჩებს დღეს სასახლეში შეხვდა. დიპლომატებმა საქართველოს პრეზიდენტს სამომავლო მუშაობის ხედვები წარუდგინეს.





