ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

თაქთაქიშვილი: ოლიგარქის წინააღმდეგ პროტესტია ეფექტური და არა საარჩევნო დაპირებები

ნიჰილიზმს ხომ არ ვაღვივებთ საარჩევნო პროცესის მიმართ, როცა ვამბობთ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას არჩევნებით არ დათმობს?

პირიქით, მთელი პოლიტიკური პროცესის ჩაკვლის და საყოველთაო ნიჰილიზმის დათესვაა, როცა პოლიტიკური აქტორები წლიდან წლამდე მზად არიან, ჩაებან ფსევდოარჩევნებში, რომლის შედეგებიც წინასწარ დაწერილია, ისე, რომ მარცხიდან დასკვნები ვერ გამოაქვთ, უპრობლემოდ ეგუებიან უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს და არაფერს აკეთებენ ამ მოცემულობის რეალურად შესაცვლელად.

პრორუსული ოლიგარქიული რეჟიმი ვერ დამარცხდება სწორი მიზნისკენ ორიენტირებული თანმიმდევრული პოლიტიკური პროცესის გარეშე. ამ სიტუაციაში ეს სწორი მიზანი პრორუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ სამოქალქო პროტესტის ორგანიზებაა და არა არჩევნებიდან არჩევნებამდე უპერპექტივო საარჩევნო დაპირებების გაცემა! 

სხვა პოლიტიკური პარტიებიც რაც უფრო მალე გადაეწყობიან ამ ახალ რეალობაზე, მით წარმატებული და შედეგიანი იქნება ეს პროცესიც. პრინციპში ეს რეალობაა აქ 2012-ის მერე, უბრალოდ 5 წლის თავზე უკვე შეუძლებელია ამის არდანახვა.

წერს ენმ-ის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი Facebook-ში პარტიის გადაწყვეტილებაზე, მეორე ტურებში არმონაწილეობის შესახებ.

კომენტარები