არჩევნები 2017

ელისაშვილი: თბილისში შესაძლებელი იყო II ტური, ჩემი ბრალია

თბილისში შესაძლებელი იყო მსგავსი რამ. მე, პირველ რიგში როცა რაღაც არ გამომდის, საკუთარ თავს ძალიან მწარედ მოვთხოვ ხოლმე პასუხს. აშკარად ჩემი ბრალი იყო, თბილისში 9 000-ით მეტი მხარდამჭერი რომ მოსულიყო, უფრო რომ გავამარტივოთ, უბანზე 15 კაცით მეტი რომ მოსულიყო ჩემს მხარდასაჭერად, დღეს გარანტირებულად მეორე ტური იქნებოდა. ჩემი ბრალი იყო, რომ მე ვერ მოვახერხე... ამ ქვეყნის უზარმაზარი პრობლემაა ნიჰილიზმი, რომ ადამიანებს არ სჯერათ. ეს დღეები მირეკავენ, მხვდებიან და მებოდიშებიან, რომ - "ნამდვილად მხარს გიჭერდით, მაგრამ [ვერ მოვედით] ამ მიზეზის გამო, იმ მიზეზის გამო, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ გვეგონა, მაინც არაფერი გამოვიდოდა"... 9 000-ით მეტი ხმა რომ მქონოდა, გარანტირებული მეორე ტური იქნებოდა, მეორე ტურში კი, აბსოლუტურად შეიცვლებოდა ყველაფერი.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის გადაცემა ”360 გრადუსში”.

კომენტარები