მიხეილ აბაიშვილი

სჟა-ს პრეზიდენტი: კაშიას ნაბიჯი აღიქმება, როგორც ლგპდ პროპაგანდა

Facebook.com/Mikheil.Abaishvili

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი გურამ კაშიას მიერ "ჰერაკლესის" წინააღმდეგ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს გამოეხმაურა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სპორტის სამინისტროში არსებული ფედერაციაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


ფოტო: facebook.com/magda.kldiashvili


"მიმაჩნია, რომ ლგპდ "საზოგადოების" მხარდაჭერა ჩემი ქვეყნის ისტორიის და ტადიციების, ზოგადსაკაცობრიო და ქრისტიანული ღირებულებების საწინააღმდეგო პროპაგანდაა. მე შეიძლება ტოლერანტული ვიყო ასეთი ხალხის მიმართ და მათ არც არაფერს ვერჩი. არც არასდროს არანაირად არ ჩავერევი მათ პრივატულ ცხოვრებაში და მათ პირად სივრცეს არ დავარღვევ. თუმცა, დემოკრატია სწორედ ისაა, რომ მაქვს საკუთარი აზრის, საკუთარი პოზიციის ქონის უფლება და ჩემი პოზიცია ასეთია: ამ პროპაგანდაში არანაირი ფორმით მონაწილეობას არ მივიღებ, რაგინდ "გრუზინად" და ლგპდ მოძულედაც არ უნდა მომნათლონ. გურამ კაშიას საქციელი, მართალი გითხრა, მეც არ მომწონს, თუმცა, მასაც აქვს საკუთარი პოზიციის ქონის უფლება და ამისთვის არ უნდა ლანძღონ. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ კაშია გააცნობიერებს ერთ ამბავს: იგი არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ძალზე პოპულარული ადამიანი საქართველოში და მისი ეს ნაბიჯი ბუნებრივად აღიქმება არა როგორც დევნილი უმცირესობის დაცვა-მხარდაჭერა, არამედ როგორც ლგპდ-პროპაგანდა. მან თავად გადაწყვიტა, გამხდარიყო ლგპდ-მედროშე, შესაბამისად, ამ საკითხის მიმართ რადიკალურად განწყობილი საზოგადოების მხრიდან უკურეაქცია მიიღო."- წერს მიხეილ აბაიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები