გიორგი მამალაძის საქმე

გიორგი მამალაძის მოსანახულებლად, ე.წ. მატროსოვის ციხეში მეუფე დიმიტრი მივიდა

რუსთავი 2

მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად, ე.წ. მატროსოვის ციხეში, მეუფე დიმიტრი მივიდა. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრის საპატიმროში შესვლას დაკავების დღიდან ითხოვდა. რამდენიმე თვის წინ, დეკანოზმა შიმშილობაც დაიწყო პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დეკანოზი დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები