არჩევნები 2017

ირაკლი კობახიძე: არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმართველობის არჩევნებზე ისაუბრა. მან გამარჯვება მიულოცა კახი კალაძეს და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. 

"ქართულმა ოცნებამ მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება თვითმართველობის არჩევნებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი მონაცამებებით მეორე ტურები შედგება მხოლოდ ხუთ მუნიციპალიტეტში. საკრებულოებშიც ქართულმა ოცნებამ მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება და შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი თითოეულ მუნიციპალურ ერთეულში. მე განსაკუთრებით მინდა მივულოცო კახი კალაძეს თბილისის არჩევნებში გამარჯვება. კახი კალაძე გახლდათ ამ არჩევნების მთავარი გმირი და მან დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა პირველივე ტურში. მე ვულოცავ მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეულ კანდიდატს, როგორც მერობის ასევე საკრებულოსი. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული იქნება ადგილობრივი თვითმართველობა. ქართული ოცნების საარჩევნო სლოგანი იყო ძლიერი თვითმართველობა, ძლიერი საქართველოსთვის და ამისათვის ადგილობრივი თვითმართელობის განახლება იქნა უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან."-თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს თქმით, არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

"არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, ხარვეზები თან ახლავს ნებისმიერ არჩევნებს ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, რომ არ დაფიქსირებულა არც ერთი ისეთი შეცდომა ამ არჩევნებში, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა, ეს არის გარდა სხვა სუბიექტებისა, ქართული ოცნების დამსახურებაც. რაც შეეხება კონკრეტულად თბილისის საარჩევნო შედეგს - როდესაც ყოველ მეორე თბილისელზე მეტი მხარს გიჭერს მერის პოსტზე, ეს ნიშნავს ძალიან დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას."- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები