არჩევნები 2017

ალეკო ელისაშვილი: დაახლოებით 10%-იანი გაყალბება იყო

ჩემთვის სერიოზული იქნება ოფიციალური შედეგები, ის შედეგები, რომლებსაც უბნებიდან მომაწვდიან დამკვირვებლები, რომელსაც გაავრცელებენ პარალელური ხმის დათვლის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციები. აი ამის შემდეგ გავაკეთებ მე კომენტარს. 

არ ვასწრებ მოვლენებს, ველოდები შედეგებს, ეს შედეგები ჩემთვის სასარგებლო იქნება, არ იქნება, ამას, რა თქმა უნდა ვიტყვი, თუმცა თავად პროცესი მიმდინარეობდა ამაზრზენად. ეს უბრალოდ პროცედურული დარღვევები არ იყო, ეს იყო მასობრივი ზეწოლა და ძალადობა ამომრჩევლებზე. და მეორე, სავარაუდოდ დაახლოებით 10%-იანი გაყალბება იყო. თუ მაინცდამაინც ეგზიტპოლზე გინდათ, რამე გითხრათ, ეს ეგზიტპოლიც ადასტურებს, რომ მეორე ტურის ალბათობა არის უზარმაზარი, ვინაიდან სულ მცირე 10% ხელი აფათურეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და შეცვალეს ხელოვნურად ეს შედეგი. 

განაცხადა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ამავე ტელეკომპანიის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხმების 14% მიიღო და კახა კალაძის და ზალიკო უდუმაშვილის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. 

კომენტარები